უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air მარშრუტების გაფართოებას აგრძელებს და 2024 წელს მგზავრებისთვის კიდევ 4 ახალი მიმართულებებს ამატებს.
მომავალ წელს Wizz Air-ით იაფი მგზავრობა ხელმისაწვდომი იქნება კიდევ 4 მიმართულებაზე, აქედან 3 ევროპაშია.
კერძოდ, ახალი რეისები განხორციელდება შემდეგ მარშრუტებზე:
ზალცბურგი (ავსტრია) - ლონდონი ლუტონი (ინგლისი) - 2024 წლის 8 თებერვლიდან კვირაში სამჯერ;
ზალცბურგი (ავსტრია) – სკოპიე (მაკედონია) – 2024 წლის 1 აპრილიდან კვირაში სამჯერ;
ზალცბურგი (ავსტრია) – ბუქარესტი (რუმინეთი) – 2024 წლის 2 აპრილიდან კვირაში სამჯერ;
აბუ დაბი (UAE) - თურქესტანი (ყაზახეთი) - 2024 წლის 16 იანვარი - კვირაში სამჯერ.
ახალი მიმართულებების ბილეთების შეძენა შესაძლებელია ავიაკომპანიის ვებსაიტზე.