ავტორიტეტული ღვინის გამოცემის, Wine Enthusiast-ის ექსპერტებმა 2026 წლის საუკეთესო მეღვინე და ასევე ევროპის საუკეთესო მეღვინეობა დაასახელეს.
წლის მეღვინე - პაოლო სარაკო პიემონტიდან

პაოლო სარაკო ცნობილია იმით, რომ მან Moscato d’Asti-ს უბრალო ცქრიალა ღვინიდან პატივსაცემ კატეგორიად გარდაქმნა შეუწყო ხელი, რომელიც Moscato Bianco-ს ყურძნისა და პიემონტის გამორჩეულ თვისებებს წარმოაჩენს. ის ფსონს დებდა ოჯახის ვენახებზე და წლები დახარჯა თავისი ღვინის საზღვარგარეთ პოპულარიზაციაზე.
Wine Enthusiast-ის თანახმად, პაოლო სარაკო წლის მეღვინის ტიტულს იმსახურებს მოსკატოს შესახებ აღქმის შეცვლისთვის: მან აიღო ღვინო, რომელიც მარტივად ითვლებოდა და მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ სტილად აქცია, რითაც სხვა მეღვინეებს შთააგონა, რომ მთელი ეს კატეგორია ხელახლა გადაეხედათ.
წლის ევროპული მეღვინეობა – Laurent-Perrier Champagne House

ჟურნალმა Wine Enthusiast-მა ასევე მიანიჭა „წლის ევროპული მეღვინეობის“ ტიტული შამპანურის სახლ Laurent-Perrier-ს. გამოცემის ექსპერტების აზრით, სახლის დამფუძნებლისა და დიდი ხნის ლიდერის, ბერნარ დე ნონანკურის ინოვაციის წყალობით, სახლმა შამპანურის თანამედროვე სტილის ჩამოყალიბება შეძლო.
დე ნონანკური იყო პირველი, ვინც გამოიყენა ვინიფიკაციის ტექნოლოგია უჟანგავი ფოლადის ავზებში, რამაც ღვინოებს ნათელი და ზუსტი ხასიათი შესძინა.