Wikimedia Foundation-მა გამოაქვეყნა პროექტის 25-წლიანი ისტორიის განმავლობაში ვიკიპედიის ყველაზე პოპულარული ინგლისურენოვანი სტატიების სია.

ყველაზე ნახვადი სტატია იყო გარდაცვლილი ცნობილი ადამიანების სია წლების მიხედვით, 647 მილიონზე მეტი ნახვით. მეორე ადგილი დაიკავა სტატიამ შეერთებული შტატების, როგორც ქვეყნის შესახებ ისტორიამ, 328 მილიონი ნახვით. მესამე ადგილი დონალდ ტრამპის გვერდმა დაიკავა 325 მილიონი ნახვით.

ტოპ ხუთეულს ავსებენ დედოფალ ელისაბედ II-ისა და ინდოეთის შესახებ სტატიები, შესაბამისად, 253 მილიონი და 210 მილიონი ნახვით. ტოპ ათეულში ასევე შედიოდა სტატიები ფეხბურთელ კრიშტიანუ რონალდუს, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის ბარაკ ობამას, მეწარმე ილონ მასკის, მეორე მსოფლიო ომისა და დიდი ბრიტანეთის შესახებ.