Warner Bros. Discovery-მ (WBD) 20 მარტისთვის აქციონერთა სპეციალური კრება დანიშნა, რათა კენჭი უყარონ Netflix Inc.-თან დირექტორთა საბჭოს მიერ რეკომენდებულ გარიგებას.
ამავდროულად, კომპანიამ განაცხადა, რომ დროებით განაახლებს მოლაპარაკებებს მისი შესყიდვის კიდევ ერთ პრეტენდენტთან, Paramount Skydance Corp-თან.
Netflix-თან შეთანხმება WBD-ს საშუალებას აძლევს, შვიდი დღის განმავლობაში, 2026 წლის 23 თებერვლამდე, მოლაპარაკებები აწარმოოს Paramount-თან, რათა აქციონერებს სიტუაცია განუმარტოს და ამ უკანასკნელებს მისცეს შესაძლებლობა, წარმოადგინონ თავიანთი საუკეთესო და საბოლოო შეთავაზება.
ამ პერიოდის განმავლობაში მხარეებს ასევე შეეძლებათ განიხილონ აქამდე გადაუჭრელი საკითხები.