21 ნოემბერს, გერმანული პროფკავშირის IG Metall-ის ერთ-ერთი რეგიონალური ფილიალის ხელმძღვანელი და მისი მთავარი წარმომადგენელი Volkswagen-თან მოლაპარაკებებში, ტორსტენ გროგერი, შესთავაზებს კომპანიას უარი თქვას ქარხნების დახურვაზე და შეზღუდოს პრემიებისა და დივიდენდების გადახდა, მუშების მიერ ხელფასების გაზრდაზე უარის სანაცვლოდ, რაც ჯამში 1,5 მილიარდ ევროს შეადგენს. ამის შესახებ Financial Times–ი წერს.

გროგერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ 1 დეკემბრიდან შესაძლებელია გაფიცვები კონცერნის საწარმოებში გერმანიაში. IG Metall და VW სამუშაო საბჭო ჯერჯერობით აქამდე დაჟინებით მოითხოვდნენ ხელფასის 7%-ით გაზრდას.

სექტემბერში VW–მა განაცხადა, რომ გაყიდვების შემცირების გამო არანაკლებ სამი ქარხნის დახურვა მოუწევდა გერმანიაში.

interfax