ან­ტარ­ქტი­და თა­ვის ყი­ნუ­ლებ­ში მსოფ­ლი­ოს ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე უჩ­ვე­უ­ლო ვულ­კანს მა­ლავს.

კონ­ტი­ნენტზე ათო­ბით ვულ­კა­ნია, თუმ­ცა ყვე­ლა­ზე მრის­ხა­ნე ერე­ბუ­სის მთაა. ეს არის ან­ტარ­ქტი­დის ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი, მოქ­მე­დი ვულ­კა­ნი და ყვე­ლა­ზე სამ­ხრე­თით მდე­ბა­რე მოქ­მე­დი ვულ­კა­ნი დე­და­მი­წა­ზე - მისი მწვერ­ვა­ლის სი­მაღ­ლე 3 794 მეტრს შე­ად­გენს.

ის აგე­ბუ­ლია ბა­ზალ­ტი­თა და ტუ­ფით. მთა­ვა­რი კრა­ტე­რის დი­ა­მეტ­რია 850 მ, სიღ­რმე 275 მ. ვულ­კა­ნის მუდ­მი­ვი აქ­ტი­უ­რო­ბა შე­იმ­ჩნე­ვა 1972 წლი­დან.

მის კრა­ტერ­ში არ­სე­ბობს უნი­კა­ლუ­რი ლა­ვუ­რი ტბა, რო­მე­ლიც ზამ­თარ­შიც კი გა­ვარ­ვა­რე­ბუ­ლი რჩე­ბა, რაც მას პლა­ნე­ტის იმ ხუთ ცნო­ბილ ლა­ვის ტბას შო­რის ერთ-ერ­თად აქ­ცევს, რო­მელ­თაც ეს თვი­სე­ბა გა­აჩ­ნი­ათ - წერს IFL Science.

ერე­ბუ­სის ოქ­როს "მტვე­რი"

მთა ერე­ბუ­სი ასე­ვე გა­მო­ირ­ჩე­ვა ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო აღ­მო­ჩე­ნით, რო­მე­ლიც მეც­ნი­ე­რებ­მა მისი აი­რე­ბის ჭავ­ლის შეს­წავ­ლი­სას გა­ა­კე­თეს. ვულ­კა­ნის გა­მო­ნა­ბოლ­ქვი გა­ჯე­რე­ბუ­ლია მე­ტა­ლუ­რი ოქ­როს უმ­ცი­რე­სი კრის­ტა­ლე­ბით, რო­მელ­თა ზომა 20 მიკ­რო­მეტრს არ აღე­მა­ტე­ბა. გათ­ვლე­ბის მი­ხედ­ვით, ერთი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ვულ­კა­ნი და­ახ­ლო­ე­ბით 80 გრამ ოქ­როს გა­მო­ტყორ­ცნის, რაც და­ახ­ლო­ე­ბით 6 000 დო­ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბი­საა.

ოქ­როს მტვე­რი შორს და ყველ­გან იფან­ტე­ბა. ან­ტარ­ქტი­დის მკვლევ­რებ­მა ოქ­როს კვა­ლი მიმ­დე­ბა­რე ჰა­ერ­ში ვულ­კა­ნი­დან 1 000 კი­ლო­მეტ­რის და­შო­რე­ბი­თაც კი აღ­მო­ა­ჩი­ნეს. ვულ­კა­ნი რე­გუ­ლა­რუ­ლად აფ­რქვევს აი­რი­სა და ორ­თქლის ჭავ­ლებს. ვულ­კა­ნუ­რი აქ­ტი­ვო­ბის წარ­სულ პე­რი­ო­დებ­ში იგი ცნო­ბი­ლი იყო ნა­წი­ლობ­რივ გამ­დნა­რი ქა­ნე­ბის ლო­დე­ბის ტყორ­ცნით, რომ­ლებ­საც "ვულ­კა­ნურ ბომ­ბებს“ უწო­დე­ბენ.

ყი­ნუ­ლის მღვი­მე­ე­ბი და უნი­კა­ლუ­რი ეკო­სის­ტე­მა

მი­უ­ხე­და­ვად ასე­თი მძვინ­ვა­რე ვულ­კა­ნუ­რი აქ­ტი­ვო­ბი­სა, მთა ერე­ბუ­სი ასე­ვე და­ფა­რუ­ლია ყი­ნუ­ლის მღვი­მე­ე­ბით. კლაკ­ნი­ლი ქსე­ლე­ბი ვულ­კა­ნი­დან გა­მო­მა­ვალ­მა აი­რებ­მა გა­მოკ­ვე­თა, რის გა­მოც მათ ფუ­მა­რო­ლუ­რი ყი­ნუ­ლის მღვი­მე­ე­ბი ეწო­დე­ბა. მღვი­მე­ებ­ში არ­სე­ბუ­ლი ექ­სტრე­მა­ლუ­რი პი­რო­ბე­ბი მათ ექ­სტრე­მო­ფი­ლე­ბის შე­სას­წავლ ცხელ წერ­ტი­ლად აქ­ცევს - ერე­ბუ­სის მღვი­მე­ებ­ში სო­კოს 61 სა­ხე­ო­ბაა აღ­მო­ჩე­ნი­ლი.

www.ambebi.ge