გადასახადების ზრდის გამო, ბრიტანეთის ლუდისა და პაბების ასოციაციის (BBPA) მონაცემებით, დიდ ბრიტანეთში ყოველდღიურად საშუალოდ ორი პაბი იხურება.

BBPA-მ დაადგინა, რომ პირველ კვარტალში მთელი ქვეყნის მასშტაბით 161 პაბი დაიხურა. ეს გასული წლის პირველ კვარტალთან შედარებით 26%-იან ზრდას წარმოადგენს.

ეს ტენდენცია ყველაზე თვალსაჩინო იყო შოტლანდიაში, ხოლო უელსი იყო დიდი ბრიტანეთის ერთადერთი ნაწილი, სადაც პაბების რაოდენობა რეალურად გაიზარდა.

ინფორმაციისთვის, ბრიტანული სტუმართმოყვარეობის ინდუსტრიას საკვებზე, სასმელსა და საცხოვრებელზე 20%-იან დღგ-ს სტანდარტული განაკვეთი აქვს. ეს განაკვეთი ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალია. ქვეყანას ასევე აქვს 25%-იანი კორპორაციული გადასახადის განაკვეთი.

მიმდინარე წლის თებერვლიდან კი დიდ ბრიტანეთში ლუდზე აქციზის გადასახადი 100 ლიტრზე 22.58 ფუნტი სტერლინგია (30.78 აშშ დოლარი).