გერმანული ავტომწარმოებელი Volkswagen-ი ბიზნესს რუსეთში 125 მილიონ ევროდ ყიდის. მყიდველი სადილერო ჰოლდინგ Авилон-თან დაკავშირებული კომპანია Арт-Финанс-ია.

კომპანიის 2023 წლის პირველი ნახევრის ფინანსურ ანგარიშგებაში ნათქვამია, რომ Volkswagen Group Rus LLC-ის რუსეთის წარმომადგენლობითი ოფისის Art-Finance-სთვის გაყიდვა დასრულდა.

Art-Finance მოსკოვში თებერვლის შუა რიცხვებში დარეგისტრირდა. მისი 100%-იანი წილის მფლობელი Avilon ჯგუფის პრეზიდენტი ანდრეი პავლოვიჩია.

Volkswagen-ის ყოფილ რუსეთის წარმომადგენლობას (Volkswagen Group Rus LLC) AGR Automotive Group (AGR LLC) ივნისში რებრენდინგის ფარგლებში ეწოდა. კომპანია გააგრძელებს მანქანების და სათადარიგო ნაწილების გაყიდვას.

Volkswagen-ის ქარხანას, რომელიც გრაბცევოს ინდუსტრიულ პარკში კალუგაში მდებარეობს, წელიწადში 225 000 ავტომობილის წარმოება შეუძლია. 2022 წლის გაზაფხულამდე კომპანია აწარმოებდა Volkswagen Polo-ს, Volkswagen Tiguan-ს და Skoda Rapid მოდელებს. იქ განლაგებული ბენზინის ძრავების ქარხანა წელიწადში 150 000 ერთეულია.