ფოლკსვაგენმა ოფიციალურად შეატყობინა პროფკავშირ IG Metall–ს, რომელიც წარმოადგენს მისი გერმანელი მუშაკების უმეტესობის ინტერესებს, რომ რიგი შრომითი ხელშეკრულებები, მათ შორის სამუშაო ადგილების 2029 წლამდე შენარჩუნების პროგრამა, შეწყდება მიმდინარე წლის ბოლოს – წერს Financial Times–ი.

ამრიგად, ავტომწარმოებელი თანამშრომლების გათავისუფლებას მომავალი წლის ივნისიდან შეძლებს.

კომპანიის ხელშეკრულებები IG Metall-თან და მის სამუშაო საბჭოსთან დაახლოებით 30 წელი მოქმედებდა. Financial Times–ი მათ გაუქმებას ისტორიულს უწოდებს.

პროფკავშირის ერთ-ერთი რეგიონალური ფილიალის ხელმძღვანელმა ტორსტენ გროგერმა თქვა, რომ გაფიცვები უკვე შესაძლებელია და „ეს იქნება დავა, რომელიც Volkswagen-ი ამჯობინებდა თავიდან აეცილებინა“.

სამშაბათს ვაჭრობაში კომპანიის აქციები 3,5%-ით იაფდება.

გასულ კვირას გაირკვა, რომ იგი გეგმავდა ყოვლისმომცველ ცვლილებებს, მათ შორის ქარხნების დახურვას გერმანიაში და პერსონალის შემცირებას, რადგან არ ელოდა ევროპაში მანქანებზე მოთხოვნის დაბრუნებას კოვიდამდელ დონეზე.

კომპანია ყოველწლიურად რეგიონში დაახლოებით 500 ათასით ნაკლები მანქანის გაყიდვას ელის, ვიდრე პანდემიამდე იყო რაც „დაახლოებით ორი ქარხნის ექვივალენტია“, - თქვა მისმა ფინანსურმა დირექტორმა, არნო ანტლიცმა.