გერმანულმა ავტომწარმოებელმა Volkswagen Group-მა 2013 წლიდან, ელექტრომობილების გაყიდვების დაწყების შემდეგ ბაზარს 4 მილიონი ელექტრომობილი მიაწოდა, – ინფორმაცია Volkswagen–მა გაავრცელა.
კომპანიას ათი წელი დასჭირდა პირველი მილიონი სრულიად ელექტრომობილის გასაყიდად. მეოთხე მილიონის გაყიდვას მხოლოდ ერთი წელი დასჭირდა, აღნიშნა Volkswagen-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ოლივერ ბლუმემ.
კომპანიის ელექტრომობილების ორ მესამედზე მეტი ევროპაში გაიყიდა. ჩინეთზე მოდიოდა მიწოდების 20%, აშშ-ზე - 8%, ხოლო ყველა სხვა ქვეყანაზე - 5%.