რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან შეხვედრისთვის შესაფერისი ადგილი, შესაძლოა, არაბეთის გაერთიანებული საამიროები იყოს.

„ჩვენ ბევრი მეგობრები გვყავს, რომლებიც მზად არიან, დაგვეხმარონ ასეთი ღონისძიების ორგანიზებაში. ერთი ასეთი მეგობარი – არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტია. ვფიქრობ, მოვილაპარაკებთ, მაგრამ ეს იქნებოდა ერთ-ერთი სრულიად შესაფერისი ადგილი“, – განაცხადა პუტინმა.

პუტინმა ასევე განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრისთვის პირობების შექმნა ჯერ შორეული პერსპექტივაა.

ცნობისთვის, 7 აგვისტოს კრემლში დაადასტურეს, რომ უახლოეს დღეებში გაიმართება აშშ-ის და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა.

1tv.ge