ამერიკა მსოფლიოში სიდიდით მესამე ქვეყანაა მიწის ფართობით და გასაკვირი არ არის, რომ მას საკმაოდ მიწის მსხვილი მესაკუთრეები ჰყავს.

ზოგიერთ ადამიანს გაუმართლა და ფინანსურ წარმატებასთან ერთად, აშშ-ში უძრავი ქონებაც შეიძინეს.

აშშ-ის უდიდეს ტერიტორიებს ფლობს მსოფლიოში ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი, ჯეფ ბეზოსი. ცოტა ნაკლებს ბილ გეითსი, თუმცა არიან ისეთებიც, ვინც მასებისთვის ცნობილი არ არის. წარმოგიდგენთ მათ:

ემერსონის ოჯახი: 2 440 000 ჰექტარი

ემერსონის ოჯახი მართავს კომპანია Sierra Pacific Industries (SPI). ეს არის ხე-ტყის, წისქვილის პროდუქტებისა და ბიომასის ენერგიის ერთ-ერთი უმსხვილესი ამერიკული მწარმოებელი.

მთლიანობაში ოჯახი ფლობს 2.4 მილიონ ჰექტარზე მეტ მიწას. მათი უმრავლესობა კალიფორნიაში, ორეგონსა და ვაშინგტონშია. მესამე თაობის ფირმა ასევე ფლობს სახერხი ქარხნებს, ფანჯრის ქარხნებსა და ბიომასის ელექტროსადგურებს რამდენიმე სხვა შტატში.

ემერსონები შეერთებულ შტატებში 2021 წლიდან ყველაზე დიდი მიწის ფართობის მესაკუთრეები არიან.

ჯონ მელოუნი: 2 200 000 ჰექტარი

შეერთებულ შტატებში სიდიდით მეორე მიწის მესაკუთრე, Liberty Media-ს შეფი ჯონ მელოუნია, ის 2.2 მილიონ ჰექტარ ფართობს ფლობს.

მაგნატი, რომლის ქონება 10 მილიარდ დოლარად არის შეფასებული, აკონტროლებს ფლორიდაში, ვაიომინგში, ნიუ-მექსიკოსა და კოლორადოს გიგანტურ ტყეებს.

რიდის ოჯახი: 1 661 000 ჰექტარი

რიდის ოჯახი, რომლებსაც ეკუთვნით Green Diamond Resources-ი, უკვე ექვსი თაობაა და ფლობს 1.6 მილიონ ჰექტარ მიწას აშშ-ის რვა შტატში.

ოჯახმა მნიშვნელოვნად გაზარდა თავისი აქტივები SDS Lumber Company-ის შეძენით 2021 წლის ნოემბერში.

სტეფან სოლოვიოვი: 535 000 ჰექტარი

2018 წლის აპრილში შელდონ სოლოუმ თავისი უძრავი ქონების განვითარების ფირმის სადავეები გადასცა შვილს სტეფანს, რომელმაც დაიბრუნა ისტორიული გვარი. სოლოვიოვის ფირმა აკონტროლებს მიწის ნაკვეთებს ნიუ-მექსიკოს, კანზასსა და კოლორადოში. 2023 წელს სტეფანმა შეიძინა Le Ranch ნიუ მექსიკაში. გარიგებამ სოლოვიევის მფლობელობას 106 000 ჰექტარი დაამატა.

ჯეფ ბეზოსი: 420 000 ჰექტარი

მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი, Amazon-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი დასავლეთ ტეხასში ფლობს 420,000 ჰექტარ მიწას.

მიწა ბეზოსის აეროკოსმოსურმა კომპანიამ Blue Origin-მა შეიძინა და ემსახურება მის საოპერაციო ბაზას.

ბილ გეითსი: 275 000 ჰექტარი

2021 წელს, Land Report-მა დაადგინა, რომ Microsoft-ის დამფუძნებელი ბილ გეითსი იყო კერძო სასოფლო-სამეურნეო მიწების უდიდესი მფლობელი ამერიკაში. 2018 წელს მან 171 მილიონ დოლარად იყიდა 14 500 ჰექტარი ვაშინგტონში და მას შემდეგ თავისი ქონება 250 000 ჰექტარზე მეტით გააფართოვა.

გეითსი ახლა სულ ფლობს 275 000 ჰექტარ მიწას 17 შტატში, რომლის დიდი ნაწილი იყიდა მისმა საინვესტიციო ფირმამ.

წყარო: lovemoney.com   bpn.ge