აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ბოლო დღეების განმავლობაში მნიშვნელოვანი პროგრესი იქნა მიღწეული რუსეთ-უკრაინის ომის მოგვარების საკითხში. ამის შესახებ ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ჩვენ მივაღწიეთ მნიშვნელოვან პროგრესს უკრაინასთან, ჩვენ მივაღწიეთ მნიშვნელოვან პროგრესს რუსეთთან ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში. და შესანიშნავი იქნებოდა ამ ორის ერთად მოყვანა, რომ აღარ მოგვიხდეს ასე საუბარი, ბირთვულ იარაღზე“, – განაცხადა ტრამპმა ჟურნალისტების კითხვაზე პასუხისას.

„შესანიშნავი იქნებოდა, რომ ყველას შეგვეძლოს დენუკლეარიზაცია, რადგან ბირთვული იარაღის სიმძლავრე არის გიჟური“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა და დასძინა, რომ სურს დენუკლეარიზაციის შესახებ მოლაპარაკებების განახლება.

ამასთან, დონალდ ტრამპმა ოვალურ კაბინეტში გამართულ შეხვედრაზე ჟურნალისტებს უკრაინის ომის დასრულებისკენ მიმართული მოლაპარაკებების შესახებ თავისი მოსაზრებები გაუზიარა.

„მე ვფიქრობ, რომ უკრაინას სურს გარიგება, რადგან მათ არჩევანი არ აქვთ. ასევე ვფიქრობ, რომ რუსეთსაც სურს გარიგება, რადგან გარკვეულწილად სხვა გზით – განსხვავებული გზით, რომელიც მხოლოდ მე ვიცი – არც მათ აქვთ არჩევანი“, – განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს.

1tv.ge