Independent-ის ცნობით, ვაშინგტონში უცნობმა აქტივისტებმა შექმნეს „სირცხვილის ხეივანი“, რომელიც ჯეფრი ეპშტეინის საქმესთან დაკავშირებულ გასაიდუმლოებულ დოკუმენტებში დასახელებულ ცნობილ ადამიანებს ეძღვნება.
სირცხვილის ხეივანი თეთრი სახლის მახლობლად, ფარაგუტის მოედანზე მდებარეობს. ის შედგება ჰოლივუდის დიდების ხეივნის ვარსკვლავების მსგავსი ტროტუარის სტიკერებისგან. თითოეული ვარსკვლავი შეიცავს ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებულ დოკუმენტებში ნახსენები პირის სახელს და QR კოდს, რომელსაც დოსიეს კონკრეტულ ამონარიდებზე გადაჰყავხარ.
სირცხვილის ხეივანზე ვარსკვლავები მიიღეს აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა ბილ კლინტონმა, Microsoft-ის დამფუძნებელმა ბილ გეითსმა, ყოფილმა პრინცმა ენდრიუმ, ეპშტეინის მეგობარმა და თანამზრახველმა გისლენ მაქსველმა, მილიარდერმა ლეს ვექსნერმა და ყოფილმა ვაჭრობის მინისტრმა ჰოვარდ ლუტნიკმა. ყველა ეს პირი უარყოფს, რომ იცოდა ფინანსისტის დანაშაულების შესახებ.