პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ფერმერთა საპროტესტო აქცია იმართება. პოლიცია მოსახლეობას გზების გადაკეტვის შესახებ აფრთხილებს. შეცვლილია ტრანსპორტის მოძრაობის განრიგიც.
აქციის მონაწილეები პოლონეთის დროით 14:00 საათზე ევროკომისიის წარმომადგენლობის შენობასთან შეიკრიბნენ. გეგმის მიხედვით, დემონსტრანტები მსვლელობას გამართავენ და დედაქალაქის ქუჩებში ღამის 23:00 საათამდე დარჩებიან.
პოლონელი ფერმერების პროტესტი მიმართულია ევროკომისიის სასოფლო-სამეურნეო, კლიმატისა და სავაჭრო პოლიტიკის წინააღმდეგ, რაც, მათი აზრით, საფრთხეს უქმნის პოლონეთში საოჯახო მეურნეობების, სატყეო მეურნეობის, ნადირობისა და მრეწველობის ფუნქციონირებას.
პოლიციის თანამშრომლებმა გააფრთხილეს თავად პროტესტის მონაწილეებიც და შეახსენეს, რომ დედაქალაქში შესვლა აკრძალულია სასოფლო-სამეურნეო ტრაქტორებისთვის.
წყარო: 1 არხი