უზბეკეთის კანონების ეროვნულ მონაცემთა ბაზაში გამოქვეყნდა პრეზიდენტ შავკატ მირზიიოევის ბრძანებულება ხელოვნური ინტელექტის დანერგვის გზით სახელმწიფო მოხელეების რაოდენობის შემცირების შესახებ. სიახლე სხვადასხვა უწყებას შეეხება, – წერს UzNews.

გადაწყვეტილება მიღებული იქნა საჯარო მოხელეთა საქმიანობაში თანამედროვე მექანიზმების დანერგვის მასშტაბური რეფორმების გამო. რესპუბლიკის აღმასრულებელი ორგანოებიდან 2,141 ადამიანი გათავისუფლდება, ხოლო კომიტეტების, სააგენტოებისა და ინსპექციების უფროსის მოადგილეებიდან - 16.

ამგვარად, იუსტიციის სამინისტროში 197 თანამშრომელი გათავისუფლდება, საგადასახადო კომიტეტში - 486, ხოლო სოფლის მეურნეობის სამინისტროში - 224. სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხელფასების მიმღები თანამდებობის პირების საერთო რაოდენობა 43 332-მდე შემცირდება.

ვრცლად snob.ru – ზე