უორენ ბაფეტმა ბილ გეიტსის ფონდსა და ოთხ სხვა საქველმოქმედო ორგანიზაციაში Berkshire hathaway-ის $6 მილიარდი დოლარის ღირებულების აქციები გადარიცხა - ეს ბიზნესმენის უმსხვილესი დონაციაა ორი ათწლეულის განმავლობაში.
Berkshire-ის 12.36 მილიონი აქციის დონაციით, უორენ ბაფეტის მიერ ქველმოქმედებისთვის გაღებულმა ჯამურმა თანხებმა $60 მილიარდს გადააჭარბა.
9.43 მილიონი აქცია The Gates Foundation-ს გადაეცა, 943 ათასი - Susan Thompson Buffet Foundation-ს, დანარჩენი კი ბაფეტის სამი შვილის საქველმოქმედო ორგანიზაციებზე გადანაწილდა.
როგორც ცნობილია, ბაფეტი Berkshire-ის 13.8%-იანი წილის მფლობელი რჩება. დონაციამდე იგი $152-მილიარდიანი ქონებით, პლანეტის მეხუთე უმდიდრესი ადამიანი იყო Forbes-ის მილიარდერთა რეიტინგის თანახმად. აქციების გაცემის შემდეგ კი ბაფეტმა რეიტინგში მეექვსე ადგილზე გადაინაცვლა.
94 წლის ბიზნესმენმა განაცხადა, რომ თავის მფლობელობაში არსებული აქციების გაყიდვას არ აპირებს. ბაფეტმა ქონების საქველმოქმედო მიზნებით გაცემა 2009 წლიდან დაიწყო. მისი ანდერძის თანახმად, გარდაცვალების შემდეგ, ქონების 99.5% შვილებს გადაეცემათ, რომლებიც ერთხმად უნდა შეჯერდნენ, რა საქველმოქმედო მიზნით დახარჯავენ მას.