უოლ-სტრიტის ბანკები, რომელთა შორის არიან Morgan Stanley და JPMorgan Chase & Co., აშშ დოლარის მნიშვნელოვნად შესუსტებას ელოდებიან საპროცენტო განაკვეთების შემცირების, ეკონომიკის შენელების და საბაჟო ტარიფების და გადასახადების პოლიტიკის გამო, რომელსაც პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ატარებს – ინფორმაციას Bloomberg–ი ავრცელებს.

Morgan Stanley პროგნოზირებს, რომ დოლარის ინდექსი 2026 წლის შუა პერიოდისთვის 9%-ით დაეცემა და 91-ს მიაღწევს. JPMorgan ურჩევს, ფსონი იენის, ევროს და ავსტრალიური დოლარის გამყარებაზე დავდოთ. Goldman Sachs აფრთხილებს, რომ უცხოელი ინვესტორების მიმართ აშშ-ის საგადასახადო პოლიტიკის ცვლილებებმა შესაძლოა კიდევ უფრო შეასუსტოს ამერიკული აქტივების მიმართ ნდობა.

ვრცლად liga.net–ზე