Unistream-ის განცხადებით, პარტნიორებთან ჩვეულ რეჟიმში მუშაობის გასაგრძელებლად გამოსავალი ნაპოვნია. ამის შესახებ რუსული გამოცემა bfm.ru წერს. 

გამოცემის თანახმად, Unistream სერვისმა სწრაფად გამოაცხადა, რომ მოძებნა გამოსავალი, რომელიც საშუალებას მისცემს პარტნიორებთან უწყვეტი თანამშრომლობა გააგრძელოს. მაგრამ რა სახის გამოსავალია ეს და როგორ იმუშავებს, კომპანიაში არ დაუზუსტებიათ, რაც ლოგიკურია, რადგან როგორც კი ეს გამჟღავნდება, „ხვრელი“ დაიხურება. საკითხავია, ნამდვილად მუშაობს თუ არა ეს სქემა. 

ასევე საკითხავია, რამდენ ხანს გაგრძელდება ასეთი სისტემის მუშაობა. გამოცემა Business FM-ის მიერ გამოკითხული ექსპერტების აზრით, Unistream-ის სანქციების სიაში მოხვედრის ობიექტური მიზეზები არ არსებობდა, რადგან ეს არ არის სახელმწიფო კომპანია და ა.შ. ერთადერთი კრიტერიუმი, რომლითაც სისტემა შეიძლება იყოს სანქცირებული, არის კომპანიის თვალშისაცემობა და თუ ამ ლოგიკას მივყვებით, მაშინ არც „ოქროს გვირგვინი“ და არც „კონტაქტი“ არ არიან 100%-ით დაცული სანქციებისგან. რა გზები დარჩა თანხების გადარიცხვებისთვის? ამის შესახებ Business FM-მა კითხვა ანალიტიკური სააგენტო BusinessDrom-ის გენერალურ დირექტორს პაველ სამიევს  დაუსვა.

„მინიმუმ მოქმედებს Mir-იდან Mir-ის ბარათზე გადარიცხვის სისტემა. პირველ რიგში, რიგ ქვეყნებში Mir-ის ბარათი მოქმედებს, შესაბამისად, შეგიძლიათ ამის გაკეთება ან შეგიძლიათ გადარიცხოთ Mir-იდან Mir-ში და შემდეგ გადარიცხოთ თუნდაც ბანკის შიგნით, თუ Mir-ის ბარათი გაცემულია ერთ-ერთ ქვეყანაში, სადაც არის Mir და სხვა სისტემები. ამის გაკეთება შესაძლებელია ბელარუსთან, სომხეთთან, ყირგიზეთთან, ყაზახეთთან, რამდენადაც მახსოვს, ეს ქვეყნები შეიძლება დასახელდეს. უზბეკეთთან ცოტა უფრო რთულია, რადგან თავად Mir-ის ბარათებმა შეწყვიტეს მუშაობა, მაგრამ, ჩემი აზრით, სწორედ ამ გზით ხდება გადარიცხვები“, - განაცხადა პაველ სამიევმა.

ასევე არსებობს კრიპტოვალუტები და შეზღუდვების გვერდის ავლის სხვა გზები. Business FM-ის რესპონდენტების აზრით, ვინც რეგულარულად რიცხავენ ფულს რუსეთიდან საზღვარგარეთ საკუთარი ან საყვარელი ადამიანების ანგარიშებზე, ვითარება შეიძლება შემდეგნაირად აიხსნას: ხარვეზები ყოველთვის არის, მაგრამ ეს ყველაფერი უფრო ძვირი და რთული ხდება.