სომხეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მთიან ყარაბაღში იძულებით გადაადგილებული პირების დაბრუნების საკითხი სახიფათოა.
ამის შესახებ ნიკოლ ფაშინიანმა საერთაშორისო ფორუმ „ორბელი – 2025“ -ზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, რამდენიმე წლის განმავლობაში საუბრობდა, რომ „თუ არ შეიცვლება ისტორიული სომხეთისა და რეალური სომხეთის აღქმა, მშვიდობა დაინგრევა“.
„ჩვენ გვინდა, მოვუაროთ მშვიდობას თუ არა? სომხეთის მთავრობისა და სომეხი ხალხის ნებაა, განაგრძოს ზრუნვა მშვიდობაზე, რომელიც ჩვენი ხელით შევქმენით, სომხეთისა და აზერბაიჯანის ხელით და ეს უნიკალურია. ეს ფასეულობა მოითხოვს განსაკუთრებულ ზრუნვას, ჩვენ უნდა გადავხედოთ ბევრ შეხედულებებსა და აღქმას“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.
მისი თქმით, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სტრატეგიული შეთანხნება მშვიდობას გაამყარებს.
„პოლიტიკური თვალსაზრისით კონფლიქტი არსებითად ამოწურულია, კონფლიქტი გადაჭრილია, მაგრამ არა სოციალ-ფსიქოლოგიურ დონზე. არცერთი მოვლენა, რომელიც 30 ან მეტი წელია, გრძელდებოდა, ერთი ხელის მოსმით ვერ გადაიჭრება, მაგრამ ეს შესაძლებელია პოლიტიკური ლიდერობით. ჩვენ გვინდა, ვიყოთ ისტორიის მომხმარებლები თუ შემქმნელები? ბოლო ორი წლის გამოცდილება გვაჩვენებს, რომ შეგვიძლია, ვიყოთ ისტორიის შემქმნელები, რაც არ ნიშნავს ისტორიის დავიწყებას“, – განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.