მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით, მიმდინარე წლის 10 თვეში, GCCA-ში - 1123 განაცხადი დაფიქსირდა, ხოლო შემოსული ზარების რაოდენობამ 3560 შეადგინა. შემოსული განცხადებების რაოდენობა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 57% ით არის გაზრდილი.
საანგარიშო პერიოდში, GCCA-ის გადაწყვეტილებით, მომხმარებელთა ჯგუფის უფლების 145 დარღვევის ფაქტი დადასტურდა - 222 საქმეზე. GCCA-ის მიერ დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო 68 მოვაჭრეს - 111 საქმეზე დაეკისრა ჯარიმა, ჯამში - 117283 ლარის ოდენობით. ამასთან, მომხმარებლის სასარგებლოდ, პირობითი ვალდებულების აღების შესახებ 147 საქმეზე - 132 შეთანხმება გაფორმდა, რაც ნიშნავს, რომ მოვაჭრეებმა აიღეს ვალდებულებები - საქმიანობის შიდა პოლიტიკა შეცვალონ და იმ მომხმარებელთა უფლებები აღადგინონ, რომელთაც, სავარაუდოდ, წარსულში არსებული სავაჭრო პოლიტიკის შედეგად ზიანი მიადგათ.
ამასთან, საანგარიშო პერიოდში, მომხმარებლის მიერ შემოსული განაცხადების 65 % ონლაინ ვაჭრობის ფაქტს ეხებოდა, ხოლო 35 % ნივთის ადგილზე შეძენის შემთხვევას. ადგილმდებარეობის მიხედვით, სააგენტოსთვის მომართვიანობისას, დიდი წილი - 79 % თბილისს უჭირავს, შემდეგ კი მოდის რეგიონები - აჭარა 5 %, იმერეთი 5 %, კახეთი 2 %, ქვემო ქართლი 2 % და სხვ.
მიმდინარე წლის 10 თვის მონაცემებით, თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნაზე დაფიქსირდა 370 განაცხადი, ნაკლიანი ნივთის შეკეთებასა ან დაბრუნებაზე 364, ნაკლოვანი მომსახურებისას უფლების აღდგენაზე 198, დადგენილ ვადაში საქონლის მიწოდებაზე 74, შეცდომაში შემყვანი საქმიანობის აკრძალვაზე 36, ხოლო სხვა დანარჩენზე - 81. სექტორების მიმართულებით, სტატისტიკის თანახმად, 73 %-ს საბითუმო და საცალო ვაჭრობის სექტორი იკავებდა, ტრანსპორტი და დასაწყობება 10 %, ხელოვნება, გართობა და დასვენება - 5 %, ხოლო სხვა სახის საქმიანობები 12 %.
შემოსული განცხადებების რაოდენობა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 57% ით არის გაზრდილი - GCCA
საქართველოს პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ ოფიციალურად აღიარა მიხეილ სააკაშვილი სამხედრო აგრესიის დამნაშავედ. 2008 წლის აგვისტოს ომზე პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს ქვეყანას - ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო უწყება
ვალი გვეკისრება, ყველაფერი გავაკეთოთ მშვიდობიანი გზით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად - ირაკლი კობახიძე
"18 წლის შემდეგ საქართველოს მშვიდობისა და ერთიანობის მიზანი კვლავ უცვლელია" - საგარეო საქმეთა სამინისტრო
„ანექსიის მცდელობა უპასუხოდ არ დარჩება“ - ოთხი დასავლური სახელმწიფო მოსკოვს აფრთხილებს
აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით – საელჩო