უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ უკრაინა ბუდაპეშტის პოლიტიკის გამო ცდილობს გავლენა მოახდინოს ქვეყნის მომავალი საპარლამენტო არჩევნების შედეგებზე, იტყობინება  სააგენტო TASS.

„ვფიქრობ უახლოესი 100 წლის განმავლობაში უნგრეთში არ იქნება პარლამენტი, რომელიც ხმას მისცემდა უკრაინელების ევროკავშირში გაწევრიანებას“, - თქვა მან.

ორბანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა აქტიურად მიიღებს მონაწილეობას მთავრობის შეცვლის საარჩევნო კამპანიაში. მან გამოაცხადა, რომ აპირებს წინააღმდეგობის გაწევას. უნგრეთში საპარლამენტო არჩევნები 12 აპრილს გაიმართება. ორბანის ხელმძღვანელობით მმართველი პარტია ოპოზიციასთან გამარჯვებისთვის იბრძვის, რომლის ლიდერია პიტერ მადიარი და რომელიც ევროკავშირის მხარდაჭერით სარგებლობს.

 წყარო: bfm.ru