აშშ-ის საზღვაო ძალები საჭიროების შემთხვევაში, ჰორმუზის სრუტეში სავაჭრო ტანკერებს ესკორტს გაუწევენ, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.
დონალდ ტრამპის თქმით, აშშ-ის განვითარების საფინანსო კორპორაციას (DFC) პოლიტიკური რისკების დაზღვევა და სპარსეთის ყურეში ყველა საზღვაო მარშრუტის ფინანსური უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფა დაავალა.
„ეს ძალაში დაუყოვნებლივ შედის. ხელმისაწვდომი იქნება ყველა საზღვაო ხაზისთვის. საჭიროების შემთხვევაში, შეერთებული შტატების საზღვაო ძალები რაც შეიძლება მალე დაიწყებენ ტანკერების ესკორტს ჰორმუზის სრუტეში. რაც არ უნდა მოხდეს, შეერთებული შტატები უზრუნველყოფს ენერგიის თავისუფალ ნაკადს მსოფლიოში. შეერთებული შტატების ეკონომიკური და სამხედრო ძალა დედამიწაზე უდიდესია – შემდგომი ქმედებები იქნება“, – წერს ტრამპი.
ცნობისთვის, ჰორმუზის სრუტე ახლო აღმოსავლეთის თხევადი ბუნებრივი აირისა და ნავთობის გადაზიდვის მთავარი მიმართულებაა. ირანმა ჰორმუზის სრუტე 28 თებერვალს დაკეტა.
1tv.ge