უნგრეთი რეგიონულ მოკავშირეებთან მოლაპარაკებების გამართვას გეგმავს. ეს გადაწყვეტილება უნგრეთმა აშშ-ის მიერ რუსეთის ენერგეტიკულ სექტორისადმი მასშტაბური სანქციების დაწესების შემდეგ მიიღო.
„სანქციების ეს პაკეტი კვლავ სერიოზულ გამოწვევებს უქმნის ცენტრალურ ევროპას“, – განაცხადა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ.
სიიარტოს თქმით, ნედლი ნავთობის მიწოდების შემცირება გაზრდის მოთხოვნას გადამუშავებულ საწვავზე, როგორებიცაა ბენზინი და დიზელი, რაც ზრდის იმის რისკს, რომ რეგიონში ფასები, შესაძლოა, სერიოზულად გაიზარდოს.
სიიარტომ განაცხადა, რომ უნგრეთი დაიწყებს მოლაპარაკებებს რეგიონულ მოკავშირეებთან ფასებსა და ფართო ეკონომიკაზე დარტყმის შესამსუბუქებლად. თუმცა მას არ დაუკონკრეტებია, ვისთან შედგება ამ საკითხზე საუბარი.