კიევის რეჟიმი კრაზანების ბუდესავით უნდა განადგურდეს. ამის შესახებ  რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევმა ვოლგოგრადის რეგიონში ერთობლივი შეიარაღების პოლიგონზე ვიზიტისას განაცხადა. ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.

„ისინი უნდა განადგურდნენ, არა მხოლოდ მათი პირადი შესაძლებლობებით. აუცილებელია თავად კრაზანების ბუდის განადგურება - უნდა განადგურდეს რეჟიმი, რომელიც შეიქმნა უკრაინაში, წინააღმდეგ შემთხვევაში საფრთხე იქიდან მოვა და მუდმივად მოგვიწევს ისეთი ოპერაციის განხორციელება, როგორსაც წელიწადზე მეტია ვატარებთ“ , - განმარტა მედვედევმა.