აზოვის პოლკის დამფუძნებელი და ამჟამად, ერთ-ერთი მეთაური ანდრეი ბილეცკი იტყობინება, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალების მე-3 მოიერიშე ბრიგადამ (აზოვის სპეციალური ოპერაციების ძალები) ბახმუტის ფრონტის ხაზი (3 კმ სიგანით და 2,6 კმ სიღრმით) გაარღვია. მისი თქმით, თითქმის სრულად განადგურდა თავდაცვაზე მყოფი, რუსეთის 72-ე ბრიგადის მე-6 და მე-8 ასეული, მათ შორის ბევრი ტყვედ ჩავარდა.
შეტევის მიმართულების და სხვა დეტალების შესახებ, ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი. ინფორმაციას World Military/ანალიტიკა ავრცელებს.