უკრაინის სამხედრო-საზღვაო ფლოტის ცნობით, უკრაინამ რეგისტრაცია იმ საზღვაო გემებისთვის გახსნა, რომლებიც შავ ზღვაში დროებითი დერეფნით გადაადგილდებიან. დროებითი მარშრუტები მიზნად ისახავს გლობალური სასურსათო კრიზისის დაძლევას და საშუალებას მისცემს კომპანიებს, საბოლოოდ დაიბრუნონ თავიანთი სავაჭრო გემები, რომლებიც „ჰუმანიტარულ ტყვეობაში” არიან.

უკრაინის საზღვაო ძალების წარმომადგენლის დმიტრო პლეტენჩუკის თქმით, გემის მფლობელები და კაპიტნები გაფრთხილებულნი არიან არსებული საფრთხის შესახებ, როგორც მან აღნიშნა უკრაინის შეიარაღებული ძალები დაეხმარებიან სავაჭრო გემებს უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.

ჯერჯერობით უცნობია, როდის დაიწყებენ გემები ახალი მარშრუტების გამოყენებას.

პლეტენჩუკის თქმით, ის თუ რამდენ ხანს დარჩება ღია დერეფნები დამოკიდებულია შავ ზღვაში განვითარებულ მოვლენებზე.