უკრაინის ქალაქ კრივი რიჰში  McDonald's-ის რესტორანი გაიხანა, რომელიც ფრონტის ხაზთან ყველაზე ახლოს მდებარე McDonald's-ის რესტორანია. ამის შესახებ ქალაქის თავდაცვის საბჭოს ხელმძღვანელმა ალექსანდრე ვილკულმა განაცხადა.

"მაკდონალდსი გაიხსნა კრივი რიჰში. მტრის პოზიციებიდან 55 კილომეტრში. ყველაზე ახლოს, ვიდრე როდისმე გახსნილა. მადლობელი ვარ, რადგან ეს ნორმალური მშვიდობიანი ცხოვრების კიდევ ერთი სიმბოლოა", - წერს ვილკული სოციალურ ქსელებში.

მისი თქმით, გადაწყვეტილება იოლი არ იყო უკრაინაში McDonald's-ის რესტორნების ქსელის მიერ დადგენილი უსაფრთხოების მკაცრი წესების გამო.

კომპანიის ვებსაიტზე ნათქვამია, რომ საჰაერო თავდასხმის განგაშის დროს ან ელექტროენერგიის არარსებობის დროს რესტორნები წყვეტენ მუშაობას და ყველა ვიზიტორმა უნდა დატოვოს დაწესებულებები. ინფორმაცია უახლოესი თავშესაფრების ადგილმდებარეობის შესახებ მითითებულია რესტორნების შესასვლელ კარზე. განგაშის დასრულების ან ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენის შემდეგ, გარკვეული პერიოდის შემდეგ დაწესებულებები იხსნება.

გაზაფხულის დასაწყისიდან McDonald's -მა დაიწყო რესტორნების გახსნა რეგიონებში, რომლებიც რუსი აგრესორების ცეცხლის ქვეშ არიან. მარტის ბოლოს რესტორნები გაიხსნა ოდესაში, აპრილში - დნიპროში, მაისში - კრემენჩუგსა და პოლტავაში.

გარდა ამისა, 1 ივნისიდან, დიდი ომის დაწყებიდან პირველად, ჩერნიჰივის McDonald's-ის რესტორანმაც განაახლა მუშაობა.