რუსეთ-უკრაინის ომში „ნაწილობრივი ზავი“, რასაც საფრანგეთისა და გაერთიანებული სამეფოს ლიდერების მიერ შემოთავაზებული იდეა ითვალისწინებს, შეიძლება გახდეს უფრო ხანგრძლივი შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებების წინაპირობა და ასევე საშუალებას მოგვცემს დავინახოთ მზად არის თუ არა მოსკოვი რაიმე შეთანხმების განსახორციელებლად, - Fox News-ის ინფორმაციით, ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ნოელ ბარომ RTL Radio-ს განუცხადა.

მისი განმარტებით, დროებითი ზავი შეამოწმებს, იმოქმედებს თუ არა პუტინი კეთილსინდისიერად და იქნება თუ არა მზად სერიოზულად დაიწყოს მოლაპარაკებები გრძელვადიან სამშვიდობო შეთანხმებაზე.

შეგახსენებთ, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ საფრანგეთი და გაერთიანებული სამეფო უკრაინასა და რუსეთს ნაწილობრივ, ერთთვიან ზავს სთავაზობენ, რომელიც გავრცელდება შეტევებზე „ჰაერში, ზღვაში და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე“.

ipn.ge