უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინას ჯერჯერობით არ მიუღია ნატო-ს 2024 წლის სამიტზე დაპირებული „პეტრიოტის“ ხუთივე სისტემა. ზელენსკის არ დაუკონკრეტებია, თუ რამდენი ერთეული მიიღო კიევმა ამ ხუთიდან.
„სერიოზულ მიღწევად ვთვლი ნატო-ს ვაშინგტონის გადაწყვეტილებას დამატებით ხუთ „პეტრიოტთან“ დაკავშირებით. მართალია, ჯერჯერობით ყველა არ ჩამოსულა, მაგრამ გადაწყვეტილება დადებითია და ნატო-ში ჩვენი წევრობის კურსი შეუქცევადია, რომელსაც ალიანსის ყველა ქვეყანამ დაუჭირა მხარი“, – განაცხადა ზელენსკიმ.
ცოტა ხნის წინ ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინას დამატებით კიდევ 10-12 ერთეული „პეტრიოტის“ სისტემა სჭირდება უკრაინული ცის უსაფრთხოების სრულად უზრუნველსაყოფად.
წყარო: 1tv.ge