აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ის ფიქრობს, რომ უკრაინას აქვს რესურსი, რომელიც საჭიროა ოკუპირებული ტერიტორიების დასაბრუნებლად მოსალოდნელი კონტრშეტევის დროს.

„მათ აქვთ ის, რაც სჭირდებათ იმისთვის, რომ გააგრძელონ ტერიტორიის წარმატებულად დაბრუნება, რომელიც ძალის გამოყენებით მიიტაცა რუსეთმა ბოლო 14 თვის განმავლობაში“, - აღნიშნა ბლინკენმა გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, ჯეიმს კლერლისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

„ეს არ არის მხოლოდ იარაღი. ეს წვრთნაა. ეს დარწმუნებაა იმაში, რომ უკრაინელებს შეუძლიათ მოემსახურონ იმ სისტემებს, რომლებსაც ჩვენ [მათ] ვაწვდით და, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ მათ ჰქონდეთ სწორი გეგმები, რათა იყვნენ წარმატებულნი“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.