15 ივლისის ღამეს უკრაინის შეიარაღებული ძალების უპილოტო სისტემების ძალებმა ოკუპირებული ყირიმის ნახევარკუნძულის მახლობლად, შავ ზღვაში, რუსეთის ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის 20 გემი დააზიანეს.

ამის შესახებ უკრაინის უპილოტო სისტემების ძალების სარდალმა, რობერტ ბროვდი "მადიარმა" განაცხადა.

მისი ინფორმაციით, დაზიანებულ 20 გემს შორის არის: 17 ნავთობტანკერი; 2 გაზმზიდი ტანკერი; 1 ბუქსირი.

ბროვდის თქმით, ბოლო ცხრა დღის განმავლობაში უპილოტო სისტემების ძალებმა აზოვის ზღვაში ჯამში 116 გემი გაანადგურეს.