შავ ზღვაში გაზის მოპოვებაზე მოლაპარაკებებს, უკრაინის „ნაფტოგაზი“ რუმინულ კომპანია OMV Petrom-თან, აწარმოებს, იტყობინება „როიტერი“ წყაროებზე დაყრდნობით.

სააგენტოს განმარტებით, მოლაპარაკებები საწყის ეტაპზეა და გაზის მოპოვება ომის დასრულებამდე არ დაიწყება.

„როიტერის“ ცნობით, უკრაინულმა კომპანიამ რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრამდე „მნიშვნელოვანი“ საზღვაო გაზის მარაგი აღმოაჩინა. ერთ-ერთმა წყარომ საბადო „შავი ზღვის რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ გაზის საბადოდ“ შეაფასა.