უკრაინის სახელმწიფო ბიუჯეტმა 1,5 მილიარდი დოლარის შეღავათიანი სესხი მიიღო. უკრაინის ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, სასესხო სახსრები იაპონიის მთავრობის გარანტიებით, მსოფლიო ბანკის სატრასტო ფონდის მექანიზმით არის გაცემული.

სამინისტროს განცხადებით, მოზიდული ფინანსები მოხმარდება ეკონომიკის აღდგენას და მოსახლეობის სოციალური დაცვის გაძლიერებას. 

ფინანსთა სამინისტრომ აღნიშნა, რომ რუსეთის მხრიდან სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან, უკრაინამ იაპონიის მთავრობისგან, იაპონიის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (JICA) მეშვეობით, $581 მლნ-ზე მეტი ოდენობის შეღავათიანი სესხი მიიღო.

მიმდინარე წელს იაპონიის მთავრობა, უკრაინას, მსოფლიო ბანკის სატრასტო ფონდის მეშვეობით, სავარაუდოდ, კიდევ $2 მლრდ-ის პირდაპირ საბიუჯეტო დაფინანსებას გამოუყოფს.