ლვოვში გამართულ თავდაცვის გამოფენაზე Defence Tech Valley 2025 უკრაინამ ახალი წყალქვეშა დრონი "TOLOKA" წარადგინა. 

დრონი სამი სახეობისაა. Defence Express-ის ცნობით, კომპაქტური TLK-15 ფარული ოპერაციებისთვისაა შექმნილი. ის ელექტრონული ძრავითაა აღჭურვილი, რათა მისი საშუალებით წყალქვეშ ოპერირება რუსეთის თავდაცვის სისტემებისგან შეუმჩნევლად შეძლოს.

უფრო დიდი მოდელებია 500-კილოგრამიანი TLK-400, რომელიც 1200 კილომეტრზე მოქმედებს და TLK-1000, რომლის სიგრძე 12 მეტრია და 5000 კილოგრამს იწონის. მას იერიშის მიტანა 2000 კილომეტრით დაშორებულ სამიზნეზე შეუძლია.

tabula.ge