24 მაისს, კიევის ეპისკოპოსთა საბჭოზე, უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესია ახალ საეკლესიო კალენდარზე გადასვლაზე შეთანხმდა, რომელიც 1-ელი სექტემბრიდან უნდა ამოქმედდეს. საბოლოო გადაწყვეტილება სინოდმა 27 ივლისს უნდა დაამტკიცოს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
ახალი კალენდრის მიხედვით, უკრაინა შობას 7 იანვრის ნაცვლად, 25 დეკემბერს აღნიშნავს. ასევე შეიცვლება სხვა დღესასწაულების თარიღებიც. მაგალითად, ნათლისღება 19-ის ნაცვლად 6 იანვარს აღინიშნება, ნიკოლოზობა - 6 დეკემბერს - 19 დეკემბრის ნაცვლად, ნათლისღება - 6 იანვარს - 19-ის ნაცვლად.