ჟურნალისტ არიელ ჰელვანის მიერ გავრცელებული ცნობის თანახმად, UFC-ს თეთრი სახლის ღონისძიებაზე 1.5 მილიონი დოლარის ღირებულების პრემიუმ ბილეთები გაიყიდება. როგორც ჟურნალისტი აღნიშნავს, მოცემული საშვები ექსკლუზიურად „გავლენიანი პირებისთვის“ იქნება განკუთვნილი.
აღნიშნული პრემიუმ-კატეგორიის ბილეთების მფლობელები ღონისძიებას თვალს მაქსიმალურად ახლო დისტანციიდან მიადევნებენ. ასევე, მათთვის უზრუნველყოფილი იქნება წინასწარ დაჯავშნილი, მოწინავე პოზიციები როგორც პრესკონფერენციებზე, ისე ცერემონიული აწონვის პროცესზე.
აშშ-ს დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავისთვის მიძღვნილი UFC-ს ღონისძიება 15 ივნისს თეთრი სახლის ეზოში ჩატარდება. ღონისძიების მთავარი ბრძოლის მონაწილე ილია თოფურია იქნება – ის ორგანიზაციის მსუბუქი დივიზიონის (70კგ) ქამრისთვის ამერიკელ ჯასტინ გეიჯის დაუპირისპირდება.
ღონისძიების მონაწილეები აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 6 მაისს თეთრ სახლში მიიღო.