ევროპული ფეხბურთის ლიდერები შეშფოთებულნი არიან ამერიკიის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის საგარეო პოლიტიკით.

ბრიტანული გაზეთი The Guardian-ი წერს, რომ აშშ-ის მიერ კუნძულ გრენლანდიის შესაძლო დაპყრობა ერთ-ერთი თემა იყო, რომელსაც 20 ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელები სამშაბათს ბუდაპეშტში განიხილავდნენ. საუბარს არაფორმალური ხასიათი ჰქონდა. აღნიშნავენ, რომ ფედერაციის წარმომადგენლებს ერთიანი პოზიცია აქვთ იმასთან დაკავშირებით, რომ თუ აშშ-ის მთავრობა სიტუაციის ესკალაციაზე წავა, საჭირო იქნება ევროპისგან ერთსულოვანი პასუხი.

რამდენიმე მაღალჩინოსანს მიაჩნია, რომ პოტენციური სამხედრო აგრესია, რასაც ტრამპი არ გამორიცხავს, გარდამტეხი ფაქტორი გახდება UEFA-ს მხრიდან მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შესაძლო ბოიკოტის საკითხში. ამასთან, ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაცია (FIFA) ასეთ სცენარს ნაკლებად სავარაუდოდ მიიჩნევს.

ჩინოვნიკებმა, რომლებიც ბუდაპეშტში ესწრებოდნენ უნგრეთის ფეხბურთის ფედერაციის 125 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას, „ღრმა შეშფოთება“ გამოთქვეს ტრამპის მოქმედებების გამო. არსებობს შეგრძნება, რომ ეს არის კრიტიკული მომენტი ევროპის უსაფრთხოებისთვის და მთლიანად მისი მომავლისთვის. ზოგიერთი ვარაუდობს, რომ თუ რომელიმე უმსხვილესი ფედერაცია ამ საკითხთან დაკავშირებით აქტიურ პოზიციას დაიკავებს, შესაძლოა, სხვებმა მას მხარი აუბან, თუმცა, საერთო ჯამში, რეაქცია დამოკიდებული იქნება ქვეყნების მთავრობების მოქმედებაზე.

წყარო: პირველი არხი