ის­რა­ე­ლელ­მა არ­ქე­ო­ლო­გებ­მა იუ­დე­ის უდაბ­ნო­ში, ყო­ფი­ლი ქრის­ტი­ა­ნუ­ლი მო­ნას­ტრის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, უძ­ვე­ლე­სი ოქ­როს ნივ­თე­ბი აღ­მო­ა­ჩი­ნეს.

ნივ­თე­ბი ჰირ­კა­ნი­ის არ­ქე­ო­ლო­გი­ურ ძეგლ­თან, ჩრდი­ლო­ეთ იუ­დე­ის უდაბ­ნო­შია აღ­მო­ჩე­ნი­ლი, რო­მე­ლიც და­სავ­ლეთ სა­ნა­პი­რო­ზე, იე­რუ­სა­ლი­მი­დან და­ახ­ლო­ე­ბით ათი მი­ლის აღ­მო­სავ­ლე­თით მდე­ბა­რე­ობს.

გან­ძი ორი ოქ­როს მო­ნე­ტი­სა და ნა­ტი­ფად ნა­კე­თებ ოქ­როს ბეჭ­დის მო­ი­ცავს. მკვლე­ვარ­თა გან­ცხა­დე­ბით ნივ­თე­ბის ასა­კი 1 400 წლით გა­ნი­სა­ზღვრე­ბა.

ჰირ­კა­ნი­ის ცი­ხე­სი­მაგ­რე გვი­ან­დელ ელი­ნის­ტურ პე­რი­ოდ­ში , ძვ. წ. II–I სა­უ­კუ­ნე­ებს შო­რის არის და­არ­სე­ბუ­ლი. თა­ვად ოქ­როს მო­ნე­ტე­ბი კი ე. წ. სო­ლი­დუ­სებს წარ­მო­ად­გე­ნენ და მათ­ზე იმ­პე­რა­ტო­რი ჰე­რაკ­ლე არის გა­მო­სა­ხუ­ლი, რო­მე­ლიც ბი­ზან­ტი­ის იმ­პე­რი­ას 610–641 წლებ­ში მარ­თავ­და.

ის­ტო­რი­კო­სე­ბის თქმით, ბი­ზან­ტი­ურ პე­რი­ოდ­ში, მო­ნაზვნო­ბის გან­ვი­თა­რე­ბას­თან ერ­თად იუ­დე­ის უდაბ­ნო­ში ქრის­ტი­ა­ნუ­ლი მო­ნას­ტე­რი შე­იქ­მნა, რომ­ლის და­არ­სე­ბა წმინ­და სა­ბას საქ­მი­ა­ნო­ბას მი­ე­წე­რე­ბა — იგი უდაბ­ნოს მო­ნაზვნო­ბის ერთ-ერთი დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი იყო ,თა­ვად ეს მო­ნას­ტე­რი კი ას­წლე­უ­ლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ფუნ­ქცი­ო­ნი­რებ­და.

“ეს აღ­მო­ჩე­ნე­ბი ადას­ტუ­რებს იმ ფაქტს , რომ ჰირ­კა­ნია ბი­ზან­ტი­ურ პე­რი­ოდ­ში იუ­დე­ის უდაბ­ნო­ში მოქ­მე­დი მო­ნას­ტრუ­ლი და რე­ლი­გი­უ­რი ლან­დშაფ­ტის ნა­წი­ლი იყო, ხოლო არ­ტე­ფაქ­ტე­ბი რე­გი­ონ­ში ბი­ზან­ტი­უ­რი პე­რი­ო­დი­სა და ად­რე­უ­ლი ქრის­ტი­ა­ნუ­ლი ტრა­დი­ცი­ის მნიშ­ვნე­ლო­ვან თავს ასა­ხავს“ ნათ­ქვა­მია არ­ქე­ო­ლოგ­მა ბე­ნი­ა­მინ ჰარ - ევენ­მას გან­ცხა­დე­ბა­ში.

წყა­რო

მოამზადა : www.ambebi.ge