ბოლო წლებში თურქეთი Uber-ისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ბაზრად იქცა.. გადაზიდვებისა და ტაქსის სერვისების გამცემი ამერიკული კომპანია Uber Technologies თურქეთში $200 მილიონის ინვესტიციას განახორციელებს.
თურქეთის ინდუსტრიისა და ტექნოლოგიის სამინისტროს ცნობით, ქალაქ სტაბმულში ტექნოლოგიური განვითარების ცენტრი შეიქმნება, თავად საინვესტიციო პერიოდი კი 5 წელი იქნება.
$200-მილიონიანი ინვესტიციის განხორციელებით Uber-ს ანატოლიის ნახევარკუნძულზე პოზიციების გამყარება და ევროპა-აზიის გადაკვეთის წერტილში ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის განვითარება სურს. გარდა ამისა, კომპანია ტექნოლოგიურ სფეროში თურქულ ტალანტს მოიზიდავს და Uber-ის განვითარების პროცესში ჩართავს.
შეგახსენებთ, Uber-ს ამერიკის შეერთებული შტატებს ფარგლებს გარეთ კიდევ 3 სხვა ტექნოლოგიური ჰაბი აქვს შექმნილი: ბრაზილიაში, ინდოეთში და ნიდერლანდებში.