Twitter-ის შემოსავლები თითქმის განახევრდა და კომპანიის ფინანსური მდგომარეობა გაუარესებას განაგრძობს. ილონ მასკის განცხადებით, სოციალური ქსელის შემოსავლები 50%-ითაა შემცირებული, კომპანიას კი დიდი მოცულობით ფინანსური ვალდებულებები აქვს.

ილონ მასკის მიერ კომპანიის 44 მილიარდ დოლარად შეძენის შემდეგ, Twitter-ის მდგომარეობა დრამატულად გაუარესდა.

თანამშრომლების 70%-ის განთავისუფლებისა და სოციალური ქსელის შიდა განაწესის ცვლილების გამო, მსხვილმა კომპანიებმა Twitter-თან თანამშრომლობა შეწყვიტეს, შესაბამისად რეკლამების რაოდენობის განახევრებამ Twitter-ის შემოსავლების შემცირება გამოიწვია.

ილონ მასკის განცხადებით, ამჟამად კომპანია ზარალზე მუშაობს, ამიტომაც ახალი და მასშტაბური პროექტების განხორციელების ფუფუნება არ აქვს.