Nasa-ს ინფორმაციით, დედამიწას ასტეროიდი უახლოვდება, 5 წლის წინ აღმოჩენილი ასტეროიდი, სახელად 2018 BG-ს სიჩქარე საათში 30 000 კილომეტრს შეადგენს. ასტეროიდის ზომა 55 მეტრს შეადგენს, რაც დაახლოებით საშუალო ზომის სამგზავრო თვითმფრინავის ტოლია. ეს ასტეროიდი მიეკუთვნება ასტეროიდების სახელწოდებით Apollos ჯგუფს, რომლებიც დედამიწის ორბიტას მზის გარშემო ბრუნვის დროს კვეთენ და პლანეტასთან ძალიან ახლოს ფრენა შეუძლიათ. ბევრი მათგანი ჩვენთვის მისი ზომის და სივრცეში მდებარეობის გამო საშიშად ითვლება, რაც ნიშნავს იმას, რომ ისინი პლანეტიდან 4,1 მილიონი კილომეტრის მანძილზე დაფრინავენ.
ასტეროიდის დიდი ზომა და მისი შედარებით სიახლოვე დედამიწასთან კოსმოსური თვალსაზრისით მას პოტენციურად საშიშს ხდის. 2018 BG5-ის მსგავსი ასტეროიდის დაცემამ შესაძლოა მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს დარტყმის ადგილს, თუმცა ეს არ გამოიწვევს გლობალურ კატასტროფას. მეცნიერებს მიაჩნით, რომ დედამიწაზე მთელი სიცოცხლის განადგურებისთვის, აუცილებელია პლანეტაზე მინიმუმ 96 კმ სიგანის ასტეროიდი ჩამოვარდეს.