თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც 19 კგ რადიოაქტიური ტვირთი იყო ვნუკოვოს აეროპორტში ავარიულად დაეშვა. ინფორმაცია ამის შესახებ რუსულ ტელეგრამარხებზე ვრცელდება. Baza-ს ცნობით, ავიაკომპანია ЮТэйр-ის რეისზე, რომელიც 11 დეკემბრის ღამეს ხანტი-მანსიისკიდან მოსკოვში სრულდებოდა, ბორტზე 104 მგზავრისა და ეკიპაჟის 5 წევრის გარდა რადიოაქტიური ნივთიერებაც იყო..
დაშვებისას თვითმფრინავმა ავარიული განგაში გამოაცხადა შასის გაუმართაობის გამო. საბოლოოდ დაშვება წარმატებით დასრულდა - დილის ორის ნახევარზე თვითმფრინავი ვნუკოვოში დაეშვა.