თურქეთის ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებით რეკორდულ გაუფასურებას განაგრძობს. 

ლირამ ისევ მოხსნა ვარდნის რეკორდი და დოლართან მიმართებით გაუფასურდა. ბოლო ვაჭრობისას ერთი დოლარი 27,01 ლირა გახდა.

თურქეთის ეროვნული ვალუტა ბოლო დღეებში 29,60 ნიშნულზე ივაჭრებოდა ევროსთან მიმართებაშიც.

თურქულმა ვალუტამ სერიოზული გაუფასურება 17 ივლისს მარცვლეულის შეთანხმების შეჩერების შესახებ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ დაიწყო.

მიმდინარე წელს, საერთო ჯამში, თურქული ვალუტა 28%-ით გაუფასურდა, ძირითადად, მაისის ბოლოს არჩევნებში ერდოღანის ხელახლა გამარჯვების შემდეგ.

ლირა რეკორდულად უფასურდება ლართანაც და საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, ამჟამად, 1 ლირა 0.967 ლარს უდრის.