EastFruit-ის ინფორმაციით, თურქეთიდან, ეგვიპტიდან და ირანიდან რუსეთში ხილ-ბოსტნეულზე წინასწარ შეთანხმებული გადაზიდვები გაუქმდა. მიზეზი რუსული ვალუტის, რუბლის გაუფასურებაა.

ბოლო კვირის განმავლობაში რუსეთში სამომხმარებლო პროდუქციის ფასები 0.37%-ით გაიზარდა; წლიური ინფლაციის მაჩვენებელი კი - 7.4%-ით. ცენტრალური ბანკის პროგნოზით, ინფლაციის მაჩვენებელი წლის ბოლომდე 8.0-8.5%-ს მიაღწევს. თუმცა, რუსი ეკონომისტების ნაწილი ოფიციალურად გამოცხადებულ ციფრებს არ ენდობიან და აცხადებენ, რომ რეალური ინფლაცია 2024 წელს შესაძლოა 40-60% იყოს, რაც მათი დათვლით, საცალო ფასების საშუალო ზრდას შეესაბამება.

ცენტრალური ბანკის მიერ გატარებულმა რეფორმამ, განაკვეთების 21%-მდე გაზრდამ, ინფლაცია ვერ შეამცირა. რუსეთში, მსგავსი ინფლაცია ბოლოს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 90-იანი წლების ბოლოს იყო, თუმცა, მაშინ ნავთობისა და გაზის ფასები, რაც რუსეთის ბიუჯეტის მთავარი შემოსავლის წყაროა, მნიშვნელოვნად დაბალი იყო, ვიდრე დღეს.