თურქეთის ავიახაზები სტამბოლი-ქაბულის მიმართულებით ფრენებს 21 მაისს განაახლებს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

თურქეთის ავიახაზების ბოლო რეისი ქაბულში 2021 წლის 14 აგვისტოს განხორციელდა, რის შემდეგაც კომპანიამ ქვეყანაში პოლიტიკური რეჟიმის ცვლილების გამო ავღანეთში ფრენები შეაჩერა.

2024 წლის 21 მაისიდან თურქეთის ავიახაზები კვირაში ოთხ რეისს განახორციელებს.