ოთხი თურქული პორტი მსოფლიოში საუკეთესო საზღვაო ნავსადგურების ტოპ 100-ში მოხვდა. რეიტინგი ჟურნალ Lloyd's List-ში გამოქვეყნდა.

თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, საკონტეინერო გადაზიდვების რაოდენობით მსოფლიოს ტოპ 100 პორტის რეიტინგში მოხვდა ამბარლის, კოჯაელის, მერსინისა და თექირდაგის პორტები.

კერძოდ, ამბარლის პორტმა სიაში 74-ე ადგილი დაიკავა, კოჯაელი 89-ე, მერსინი 92-ე, თექირდაგი 100-ე ადგილზეა.

უწყების ცნობით, ეს წარმატება გადაზიდვისა და ლოგისტიკის სფეროში განხორციელებული არაერთი ინვესტიციის შედეგია, ასევე მნიშვნელოვანი ნაბიჯია ქვეყნის საზღვაო პოტენციალის განვითარებისთვის.