მიმდინარე წლის პირველ ნახევარში თურქეთიდან თხილის ექსპორტი  124 ქვეყანაში განხორციელდა.

პირველი სამი ქვეყანა, სადაც ყველაზე მეტი თურქული თხილი გაიყიდა, გერმანია, იტალია და საფრანგეთი იყო.

მე-4 ადგილზეა პოლონეთი, ხოლო ჩინეთი  მე-5 ადგილზე გავიდა.

გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თხილის ექსპორტი აღნიშნულ პერიოდში რაოდენობრივად 10%-ით და ღირებულებით 40%-ით გაიზარდა.

6 თვეში ექსპორტირებული თხილის მოცულობამ 373 მილიონ 168 ათასი დოლარი და 67 ათას 774 ტ შეადგინა.