აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უარყო გამოცემა Axios-ის მიერ გავრცელებული ცნობა, რომ აშშ-ს გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელმა, გენერალმა დენ კეინმა ტრამპი ირანის წინააღმდეგ სამხედრო კამპანიის დაწყების შემთხვევაში "მნიშვნელოვან რისკებზე," კერძოდ, "ხანგრძლივ კონფლიქტში გახვევის შესაძლებლობის" შესახებ გააფრთხილა.
პრეზიდენტი ტრამპი Truth Social-ზე წერს, რომ "თუ სამხედრო დონეზე ირანის წინააღმდეგ წასვლის გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ის [გენერალი კეინი] ფიქრობს, რომ გამარჯვება მარტივად მისაღწევი იქნება. ის კარგად იცნობს ირანს, რადგან ის შუაღამის უროს, ირანის ბირთვულ პროგრამაზე თავდასხმას ხელმძღვანელობდა."
ტრამპის თქმით, გენერალ კეინს "ირანზე უმოქმედობის შესახებ, ან შეზღუდული სახის დარტყმების მიტანაზე" არ ულაპარაკია: "მან მხოლოდ ერთი რამ იცის, როგორ უნდა მოხდეს გამარჯვება და თუ ამას ვეტყვი, სათავეში ის იქნება" - დაამატა მან.
"მე ვარ ის, ვინც გადაწყვეტილებას იღებს. არ ქონას, მირჩევნია, შეთანხმება მქონდეს, მაგრამ თუკი შეთანხმებას არ დავდებთ, ამ ქვეყნისთვის ძალიან ცუდი დღე იქნება" - წერს აშშ-ს პრეზიდენტი.