„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა, ხოსეპ გვარდიოლამ თავისი მომავლის შესახებ ილაპარაკა.

ჭორების მიხედვით, კატალონელი სპეციალისტი ერთ-ერთი ძირითადი კანდიდატია ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე.

„მომავალი? უნდა მოვიფიქრო, ჯერ არ მიმიღია გადაწყვეტილება.

გადავწყვიტე თუ არა ინგლისის ნაკრებში მუშაობა? არა. ასე რომ ყოფილიყო, აუცილებლად ვიტყოდი ამის შესახებ. მაგრამ ცხოვრებაში ყველაფერი შეიძლება მოხდეს. არ ვიცი, სად ვიმუშავებ.

თუ რობერტო ბაჯო ჩემი ასისტენტი გახდება, იტალიაში წავალ. ზუსტად სად? მაგალითად, „ჯენოა“ ძლიერია…“ – განაცხადა გვარდიოლამ გადაცემა Che Tempo Che Fa-ს ეთერში.

ხოსეპ გვარდიოლა და რობერტო ბაჯო 2000-იანების დასაწყისში ერთად თამაშობდნენ „ბრეშიაში“.

1tv.ge